საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 800 000-ს გადასცდა

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 806 681-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. 15 აგვისტოს კი აიცრა 14 784 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსი 2 676 ადამიანს დაუდასტურდა