ჩინეთი მზად არის, "თალიბანთან" "მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა" გააღრმაოს

ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან "მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა" გააღრმავოს. ამის შესახებ ჩინეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პეკინი ცდილობდა შეენარჩუნებინა "თალიბანთან" არაოფიციალური ურთიერთობა ავღანეთიდან აშშ-ს გასვლისას, რამაც ხელი შეუწყო ისლამისტი მკაცრი დამცველების წინსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც კვირას დაიპყრეს დედაქალაქ ქაბული.

პეკინი დიდი ხანია შიშობს, რომ ავღანეთი უიღურებისთვის სეპარატიზმის პლაცდარმად შეიძლება იქცეს. თუმცა "თალიბანის" უმაღლესი დონის დელეგაცია გასულ თვეში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან იის და დაჰპირდა, რომ ავღანეთს ჩინეთის საწინააღმდეგო ბაზად არ გამოიყენებდნენ. სანაცვლოდ, ჩინეთმა შესთავაზა ეკონომიკური მხარდაჭერა და ინვესტიცია ავღანეთის რეკონსტრუქციისათვის.

"თალიბანმა" არაერთხელ გამოთქვა ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში.

ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ

საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა