ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააუქმოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ბელარუსი დევნილები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო KGB-სთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს ძალისმიერი გზით მოხვდა ხელისუფლებაში, არჩევნების გაყალბების შედეგად.. ბელარუსი დევნილები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი", - წერს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი.
ამავე თემაზე:
სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია