ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, "გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ავღანეთში გლობალური ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად" და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ ვიღებთ საშინელ ანგარიშებს ადამიანის უფლებების მკაცრი შეზღუდვების შესახებ მთელ ქვეყანაში. მე განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ავღანელი ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებით. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანეთის ხალხი", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ამავე თემაზე:

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ

საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს