საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრა ჯერ 23:42 საათზე, შემდეგ კი, 03:19 საათზე მოხდა. ასევე მიწისძვრა დაფიქსირდა 05:44 საათზე. მისმა სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:51 საათზე კი ბიძგების სიდიდე 3,2 მაგნიტუდა იყო.
ამავე თემაზე:
საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას