უზბეკეთის თავდაცვის ძალებმა ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უზბეკეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, , რომელმაც უზბეკეთის საზღვარი გადაკვეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, თვითმფრინავმა ცენტრალური აზიის საჰაერო სივრცის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. მას არ უთქვამს, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები.

ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში, სურხონდარიოს პროვინციაში ექიმმა ბეკპულატ ოკბოიევიმა AFP-ს გამოცემას უთხრა, რომ მისმა საავადმყოფომ ავღანეთის არმიის უნიფორმაში ჩაცმული ორი პაციენტი მიიღო. ექიმის თქმით, ერთ-ერთს პარაშუტი ეკეთა და მოტეხილობები ჰქონდა.

კვირას უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთის გამო 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავეს.