კახეთში, სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილია კიდევ ორი პირი.
ცნობილია, რომ კლინიკაში შეყვანისას სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.