16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.
„შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ლოკაციები, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება
სად შეძლებენ მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას რეგისტაციის გარეშე
როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა