აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ავღანეთში არსებული ვითარება ტელეფონით საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბლინკენმა ლავროვს იმ ქმედებების შესახებ აცნობა, რასაც ახლა ახორციელებს აშშ-ის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციისა და მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ლავროვმა ბლინკენს ესაუბრა რუსეთის შეხედულებებზე ავღანეთში არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით და ავღანეთის ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალასთან რუსეთის საელჩოს კონტაქტების თაობაზე.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს ჩინეთის, პაკისტანის, სხვა დაინტერესებული ქვეყნებისა და გაეროს მონაწილეობით, რათა შეიქმნას წინაპირობები შიდა ავღანური დიალოგის დასაწყებად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის