აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეილება ავღანეთიდან ჯარის გასვლის შესახებ დაიცვა და აღნიშნა, რომ ქვეყანა "თალიბანის" ხელში აღმოჩნდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ოფიციალური პირები მოელოდნენ.
"ქალაქების დაცემის სიჩქარე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა, მათ შორის ავღანელები, მათ შორის ბევრი ანალიტიკოსი, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ პრობლემას.
ქალაქების დაცემის სიჩქარის მიზეზი ნაწილობრივ არის ის, რომ საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავხარჯეთ 20 წელი და ათობით მილიარდი დოლარი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის საუკეთესო აღჭურვილობის, საუკეთესო სწავლებისა და საუკეთესო შესაძლებლობების მისაცემად, ჩვენ ვერ მივცემდით მათ ნებას და მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ისინი არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და არ იბრძოლებენ ქვეყნისთვის", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ამავე თემაზე:
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის