ჰაიტიზე მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 1 419 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 6 900-ზე მეტი ადამიანი, დაკარგულთა რაოდენობა კი უცნობია.

როგორც გამოცემა წერს, ამასთან, ჰაიტიზე მოსალოდნელია ტროპიკული შტორმი "გრეისი" , რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ წყალდიდობამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყერი.