საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 539 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2 540 შემთვევა, თბილისში გამოვლინდა.

პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლოს 10 აგვისტოს დაფიქსირდა. მაშინ ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.