ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 95% აცრილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთი დოზით აცრილებიდან კლინიკაში იმყოფება მხოლოდ 2,85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტებიდან - 2,13%. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობს იმ ადამიანების 95% , რომლებიც არ არიან აცრილები.

"ვინაიდან, მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე აცრილია, ჩენ გავაკეთეთ მოკვლევა და მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი.

ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2,85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13%

კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობს 95 % იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა და არცერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია ვაქცინაცია.

მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და ჩაერთონ ვქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.