ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" და ელენე ხოშტარიას "დროამ" დედაენის ბაღში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

"ევროპული საქართველოდან" სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

პარტია "დროას" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში - თამაზ ახობახე.

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.