რა წესი იმოქმედებს აუცრელთა გარკვეული ჯგუფისთვის სექტემბრიდან

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე საშუალოდ 38 ათასი ტესტი ტარდება. ამიტომ NCDC-მ გადაწყვიტა, რომ 15 სექტემბრიდან, ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან ამ დაფინანსებით.

„ამავდროულად, მათ ექნებათ ვალდებულება, ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ტესტირებას. მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს და უფასოდ ცრის მათ, კეთილი ინებონ და აიცრან. ისინი გარკვეულ პერიოდში კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიტესტონ“, - განაცხადა NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საუბარია სხვადასხვა მოლის, მაღაზიის თანამშრომლებზე, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფებსა და პოლიციის ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან.

NCDC-ს ახალი რეგულაცია დამსაქმებლებს შეეხებათ