შრი-ლანკის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობა ეფექტიანია

შრი-ლანკის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობისა და მაგიური ელექსირების გამოყენება ეფექტიანია. იტყობინება France 24.

იანვარში მინისტრი პავიტრა ვანიარაჩჩი თავად დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ იღებდა „ჯადოსნურ წამალს“.

მინისტრის მიერ უჩვეულო მეთოდების გამოყენება ამით არ ამოწურულა.

მას კაცმა, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს, ნაკურთხი წყალი მისცა, რომელიც მინისტრმა მდინარეში გადაასხა. ამით მან პანდემიის დასრულება ივარაუდა.

ცნობისთვის, პავიტრა ვანიარაჩჩი ჯანდაცვის მინისტრობიდან მოხსნეს, თუმცა ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს.