ახალ ზელანდიაში კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, ,,ლოკდაუნი" გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, ,,ლოკდაუნი" გამოცხადდა.

როგორც BBC წერს, ეს არის ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირებული პირველი ინფიცირების შემთხვევა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დაფიქსირდა ოკლენდში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის დანარჩენი ნაწილი 3 დღით იქნება ჩაკეტილი.

ასევე, სანაპირო ქალაქი კორომანდელი, სადაც ინფიცირებულმა გარკვეული დრო გაატარა, 7 დღის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი შემთხვევა შესაძლოა კორონავირუსის დელტა ვარიანტი იყოს.

ახალი ზელანდიის მოსახლეობის 20% არის სრულად აცრილი.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის საზღვარზე გამოვლენილი Covid-19– ის ყველა შემთხვევა დელტა ვარიანტი იყო.