Bloomberg - რომელმა ქვეყნებმა შეძლეს ვირუსის ყველაზე უკეთ მართვა

მსოფლიოს რომელმა ქვეყანამ შეძლო COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის საუკეთესოდ მართვა? - ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად, Bloomberg-მა მოამზადა ინდექსი, რომელიც როგორც ეპიდემიური ვითარების მართვის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით ქვეყნების შედეგებს აერთიანებს. ინდექსის მიხედვით, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, 2020 წლის უმთავრეს გამოწვევას საუკეთესოდ ახალი ზელანდია გაუმკლავდა. საზღვრების ადრეული ჩაკეტვის, მკაცრი ლოქდაუნისა და კონტაქტების მოძიების სამუშაოების შედეგად, ახალ ზელანდიაში COVID-19-ის მხოლოდ 2,031 შემთხვევა გამოვლინდა. 0-დან 100-ბალიან სკალაზე ახალ ზელანდიას ამ პარამეტრების გათვალისწინებით, 85.4 ქულა აქვს მინიჭებული.

სიაში მეორე ადგილზეა იაპონია, რომელმაც ახალ ზელანდიასთან შედარებით უფრო ნაკლები შეზღუდვებით შეძლო ვირუსის მართვა, რაც მოსახლეობის მხრიდან სოციალური დისტანცირების მკაცრი ნორმების დაცვასთან იყო დაკავშირებული. მესამე ადგილზე კი ტაივანია, რომელშიც ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 618 შემთხვევა არის გამოვლენილი.

ინდექსის პირველ ათეულში ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე წინ ფინეთია, რომელმაც მთელი EU-ს მასშტაბით ეპიდემიის გავრცელება ყველაზე უკეთ მართა. ფინეთში ინფიცირების მხოლოდ 22,289 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, ამ ქვეყანაშიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მზარდი ტრენდი ფიქსირდება.

სხვა პარამეტრებთან ერთად, რეიტინგი სახელმწიფოების მხრიდან პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებსაც აფასებს. თუმცა, მთავარ კრიტერიუმს სწორედ ვირუსის შეკავების პოლიტიკის წარმატებულობა წარმოადგენს.

რეიტინგში საქართველო არ შედის, რადგან ის მხოლოდ იმ ქვეყნებს შეეხება, რომელთა ეკონომიკის ზომაც $200 მილიარდს აღემატება. ასეთი კი სულ 53 ქვეყანაა.

Bloomberg-ის ინდექსი:

1 ახალი ზელანდია 85.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2

2 იაპონია - 85 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 29

3 ტაივანი - 82.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0

4 სამხრეთ კორეა - 82.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 10

5 ფინეთი - 82 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 129

6 ნორვეგია - 81.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 281

7 ავსტრალია - 81.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1

8 ჩინეთი - 80.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0

9 დანია - 77 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 550

10 ვიეტნამი - 74.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0

11 სინგაპური - 74.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 4

12 ჰონგ კონგი - 73.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5

13 კანადა - 73.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 316

14 გერმანია - 71.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 604

15 ტაილანდი - 70.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0

16 შვედეთი - 68.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 967

17 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 371

18 შეერთებული შტატები - 66.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,129

19 ინდონეზია - 66.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 42

20 ირლანდია - 65.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 308

21 ისრაელი - 65 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 232

22 რუსეთი - 65 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 412

23 ნიდერლანდები - 64.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,247

24 ბანგლადეში - 64.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 31

25 ეგვიპტე - 63.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 7

26 შვეიცარია - 62.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,160

27 პაკისტანი - 61.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 23

28 გაერთიანებული სამეფო - 61.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,004

29 მალაიზია - 61.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93

30 თურქეთი - 60.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 106

31 საბერძნეთი - 59.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 600

32 საუდის არაბეთი - 59.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 32

33 პორტუგალია - 59.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,455

34 ინდოეთი - 58.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93

35 სამხრეთ აფრიკა - 57.8 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93

36 ავსტრია - 56.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,918

37 ბრაზილია - 56.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 338

38 ჩილე - 55.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 218

39 ერაყი - 54.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 222

40 იტალია - 54.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,528

41 ესპანეთი - 54.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,092

42 ნიგერია - 53.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2

43 რუმინეთი - 53.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,131

44 პოლონეთი - 52.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,673

45 საფრანგეთი - 51.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,695

46 ფილიპინები - 48.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 48

47 ირანი - 48.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 354

48 კოლუმბია - 48.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 490

49 ჩეხეთის რესპუბლიკა - 46.8 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,371

50 ბელგია - 45.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,339

51 პერუ - 41.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 207

52 არგენტინა - 41.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 666

53 მექსიკა - 37.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 113