ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეშფოთებულია ავღანეთში კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების რისკის გამო, რადგან „თალიბანის“ წინსვლით გამოწვეულმა ქაოსმა შეანელა ვაქცინაცია. ამის შესახებ ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა. ტარიკი ჯასარევიჩის თქმით, ჯანმო გაეროს მსგავსად ვალდებულია, დარჩეს ადგილზე.
Europetime-ის მიერ უცხოურ წყაროებში მოძიებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ჯანმოს მობილური ჯანდაცვის ჯგუფები დედაქალაქ ქაბულში ბოლო 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაუცველობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო.
ქაბულის აეროპორტში ქაოსი, სადაც ათასობით ადამიანი ცდილობდა „თალიბანისგან“ გაქცევას, ანელებდა ვაქცინაციისთვის სამედიცინო მარაგების მიწოდებას და ამძაფრებდა არსებულ დეფიციტს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი შეადგენს 109-ს. სულ დადასტურებულია 152,142, გარდაცვლილია 7,025. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის თანახმად, სრულად ვაქცინირებულია 0.58 %.
მსოფლიოს ყურადღება კვლავ ავღანეთისკენ არის მიპყრობილი. ქაბულის აეროპორტი, რომელსაც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას.