Moderna-ს ვაქცინით გაერთიანებულ სამეფოში 12-17 წლის მოზარდებს აცრიან

გაერთიანებულ სამეფოში Moderna-ს ვაქცინის 12-17 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცეს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფში.

Moderna-ს ვაქცინის მოზარდებში გამოყენების რეკომენდაცია ევროპელმა მარეგულირებლებმა ივლისში გასცეს, გაერთიანებულ სამეფოში კი მას აქამდე 18 წლის ასაკიდან პირების ასაცრელად იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გაერთიანებული სამეფოს “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ“ 12-15 წლის ბავშვებში Pfizer/Biontech ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.