ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) 18 აგვისტოდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება.
უწყების ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinoharm-ის ვაქცინებით.
„აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.
აცრილთა რაოდენობა რეგიონების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ვინ რომელი ვაქცინით იცრება