ავღანელმა რეპორტიორმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესც პრესკონფერენციის დროს, NATO-ს გენერალურ მდივანს "თალიბანის" წინააღმდეგ დახმარებას სთხოვდა.
ჟურნალისტი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდა, არ აღიარონ „თალიბანი“ და არ დააკანონონ მათი მმართველობა.
რეპორტიორი: ძალიან საშიში სიტუაციაა, ათასობით ქალმა არ იცის, რა ელით მომავალში. მათ აქვთ შეკითხვა, რატომ არ შეუძლიათ NATO-ს და ევროკავშირს დაიცვან ისინი თალიბანისგან.
ალიანსის გენერალური მდივნის პასუხი ასეთი იყო:
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მისიის დასრულება ავღანეთში, რთული იყო, მე ვიზიარებ თქვენს ტკივილს. მესმის თქვენი აღელვებაც. მე ვიყავი ნორვეგიის პრემიერი, როდესაც გადავწყვიტეთ ჯარების გაგზავნა ავღანეთში, ახლა ალიანსის გენერალური მდივანი ვარ და პასუხისმგებელი ვარ ჩვენს იქ ყოფნასა და სამხედრო მისიის დასრულებაზე. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ვიყავი ავღანეთში, ვნახე სოციალური და ეკონომიკური პროგრესი. მესმის გაბრაზება, მაგრამ მე ვალდებული ვარ, გადმოგცეთ შემდეგი გზავნილი: ავღანეთში მუდმივად დარჩენა მიზანი არასდროს ყოფილა, მიზანი იყო ავღანური სახელმწიფოს შენება, შეიარაღებული ძალების გაძლიერება, რათა თავად აეღოთ პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალზე და, ტრაგედია დაიწყო 20 წლის შემდეგ - ჩვენ ვნახეთ ძალიან მოულოდნელი კოლაფსი ავღანეთის მთავრობის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რაც „თალიბანის“ წინსვლას მოჰყვა.