,,ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმში „განათლების ქალაქის" მონახულების შემდეგ განაცხადა.
,,მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.