რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მედიაკამპანიას ხელს შეუწყობს.
როგორც New Yourk Times-ი წერს, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი შეუერთდა იმ ჯგუფს, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
პონტიფიკოსი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ,Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიყვარულის აქტია.
„ვაქცინაცია სიყვარულის აქტია, საკუთარი თავის, ოჯახის და ერთმანეთის მიმართ. ვაქცინები არის ავტორიზებული და ერთადერთი გზა, თავი დავაღწიოთ პანდემიას.
ეს არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა სიკეთის და ერთმანეთზე ზრუნვის გამოსახატავად... მე ვთხოვ ღმერთს, რომ ყველამ შეძლოს თავის მცირე წვლილის შეტანა ამაში, სიყვარულის ამ პატარა ჟესტით, რასაც აცრა ჰქვია. რაც არ უნდა პატარა იყოს ეს წვლილი, სიყვარული მაინც ყველაზე დიდია... შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი უკეთესი მომავლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამბობს რომის პაპი ვიდეომიმართვაში.