საქართველოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

„18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო , რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.