ეკატერინე ტიკარაძე კერძო კლინიკებს: დროულად მოახდინეთ რესურსის მობილიზება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია და მათ ადამიანური რესურსის არარსებობის გამო პაციენტების მიღება უჭირთ. მინისტრმა აღნიშნა, რონ მათი მხრიდან აჭარაში არსებულ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს კვირის ბოლომდე 120, ხოლო იმერეთში 150-მდე საწოლის მობილიზება დაევალათ.

„კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ მიიღონ პაციენტები, თუმცა აჭარაში და ასევე იმერეთში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ მოვთხოვევთ და დავავალეთ, რომ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზურნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის გვქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ პოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება.

ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მოცემული პირობა მათგან, რომ კვირის ბოლომდე აჭრაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთს რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს რათქმაუნდა არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების მიყვანა ჯერ-ჯერობით გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.