სალომე ზურაბიშვილი ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე: ამ რთულ დროს პარტნიორობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრულ მხარეს ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო მადლობას უხდის.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ასეთ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა მნიშვნელოვანია.

„მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო უნგრეთის მიმართ, ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო. ამ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ქაბულში დარჩენილი ქართველები მალე დაბრუნდებიან სახლში უსაფრთხოდ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.