ირაკლი ღარიბაშვილი: ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი მოეწყობა

მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი.

„აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.