კაცი, რომელიც თითქმის 20 წელია, გამოქვაბულში ცხოვრობს, კოვიდვაქცინით აიცრა

კაცი, რომელიც თითქმის 20 წელია, გამოქვაბულში ცხოვრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

სერბმა პანტა პეტროვიჩმა, რომელიც 20 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს, შარშან შეიტყო, რომ მსოფლიოში COVID19-ის პანდემია მძვინვარებს.

როგორც 70 წლის პეტროვიჩი აცხადებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა უნდა აიცრას.

"ვირუსი არ ირჩევს. ის ჩემს გამოქვაბულამდეც მოვა. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას", - განუცხადა პეტროვიჩმა AFP-ს.

გამოქვაბული, სადაც პეტროვიჩი ცხოვრობს, ციცაბო ფერთობზე მდებარეობს.

როგორ თავად ჰყვება, ყოველთვის ბუნების მოყვარული იყო და ქალაქიდან გამოქვაბულში გადასახლების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქალაქში თავს თავისუფლად არ გრძნობდა.

მისივე თქმით, ბუნებაში მან ის თავისუფლება იგრძნო, რაც მანამდე არასოდეს ჰქონია.

,,მე არ ვიყავი თავისუფალი ქალაქში. აქ თქვენ ან კამათობთ თქვენს მეუღლესთან, მეზობლებთან ან პოლიციასთან", - უთხრა პეტროვიჩმა AFP- ს

როგორც AFP წერს, ის ძირითადად იკვებება სოკოთი და თევზით, მაგრამ ასევე დადის ქალაქის ცენტრში, საკვების ნარჩენების მოსაძებნად.

მისი ვიზიტები ქალაქში განსაკუთრებით გახშირდა, რაც ბოლო პერიოდში, მგლებმა დახოცეს ზოგიერთი ცხოველი, რომელსაც ის გამოქვაბულის მახლობლად უვლიდა.

პეტროვიჩი მფარველობს სხვადასხვა ცხოველს, მათ შორის, თხებს, ძაღლებს, კატებს და მის რჩეულ გარეულ ღორს.

მან გარეული ღორის რვა წლის წინ იპოვა და კვებავდა, ვიდრე არ გამოჯანმრთელდა.

"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, მე ის მიყვარს და ის მე მისმენს. არ არსებობს ფული, რომელსაც შეუძლია, შეიძინოს ასეთი რამ“, - თქვა პეტროვიჩმა.

როგორც AFP-სთან საუბრისას პეტროვიჩი აცხადებს, მისთვის გაუგებარია ის სკეპტიციზმი, რაც ვაქცინაციის ირგვლივ გარკვეულ წრეებში არსებობს.

მისი თქმით, სჯერა ვაქცინაციის ეფექტურობის და მოუწოდებს ყველას, რომ აცრა გაიკეთონ.

"მე მინდა, სამივე დოზით ავიცრა, მათ შორის დამატებითი დოზის ჩათვლით. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ გაიკეთონ აცრა", - ამბობს ის.