საქართველოში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება.

"ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად Pfizer-ით და Moderna-თი, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49