რატომ ადარებენ თალიბანის ქაბულში გამარჯვებას საიგონის დაცემას? ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა, რომლის თარგმანსაც Europetime გთავაზობთ.
როცა აშშ ავღანეთის დედაქალაქიდან ჯერ კიდევ გასვლას განაგრძობს, სოციალური მედია მოიცვა ფოტოებმა ვერტმფრენის, რომელსაც ქაბულში ამერიკის საელჩოდან ხალხი გამოჰყავს. ეს ზოგისთვის ნაცნობი ფოტოა.
ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 1975 წელს, როდესაც ფოტოგრაფმა ჰუბერტ ვან ესმა გადაიღო ახლა უკვე პორტრეტი ადამიანებისა, რომლებიც საიგონში, ვიეტნამის ომის დასასრულს ვერტმფრენში მოხვედრას ცდილობდნენ.
ანალიტიკოსები და ამერიკელი კანონმდებლები, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ადარებენ საიგონის ე.წ. დაცემას „თალიბების“ მიერ ქაბულის აღებას.
რას ნიშნავს საიგონის დაცემა?
ვიეტნამის ომი იყო კონფლიქტი ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობასა და სამხრეთ ვიეტნამს და მის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს შორის.
ცივი ომის ფონზე ჩრდილოეთს მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირი და სხვა კომუნისტური მოკავშირეები, ხოლო სამხრეთი მხარს უჭერდა დასავლეთის ძალებს - მათ შორის იყო ასობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი. ეს იყო ხანგრძლივი ომი აშშ-სთვის, რომელიც გაგრძელდა თითქმის 20 წელი და უკიდურესად გაჰყო ამერიკელები.
ფრაზა „საიგონის დაცემა“ აღწერს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის დაპყრობას 1975 წლის 30 აპრილს ვიეტნამის სახალხო არმიისა და ვიეტ კონგის კომუნისტური ძალების მიერ. („ვიეტ კონგს“, ასე ამერიკელები მოიხსენიებდნენ სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის ნგო დინჰ დიემის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რომელთა შორის უმრავლესობა კომუნისტი იყო).
ამერიკამ გაიყვანა თავისი სამხედროები სამხრეთ ვიეტნამიდან 1973 წელს და ორი წლის შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ძალებმა დაიკავეს საიგონი და მოგვიანებით მას დაარქვეს ჰოშიმინი.
სამართლიანია ქაბულთან შედარება?
დასასრულს, ვიეტნამის ომი გახდა მეტად არაპოპულარული აშშ -ში და მას არამარტო მილიარდობით დოლარი დაუჯდა ეს ომი, არამედ 58,000 ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა.
საიგონის დაცემა ზოგისთვის დარტყმა იყო ამერიკის პოზიციებზე მსოფლიო სცენაზე. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა ტერმინი ვიეტნამის სინდრომი - რომელიც აღნიშნავს ამერიკელი ამომრჩევლების არაკეთილგანწყობას საზღვარგარეთ, სამხედრო ოპერაციებისადმი.
საიგონსა და ქაბულს შორის ბევრმა პოლიტიკოსმა გაავლო პარალელი.
თუმცა გასულ თვეს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ უარყო ეს შედარება და აღნიშნა, რომ თალიბანი არ არის ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია. „ეს სხვა სიტუაციაა“, - აღნიშნა გენერალმა.
და როდესაც ჩვენ ვაცოცხლებთ საიგონის დაცემის ამბავს, არის ერთი ფურცელი, რომლის გადამეორება ისევ ღირს - მიიჩნევს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდილიზა რაისი, რომლის წერილიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.
„ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით სამხრეთ ვიეტნამელი, რომლებიც დაგვეხმარნენ განადგურების პირას მყოფნი. ჩვენ არ მივიღეთ ისინი და ბევრი დაზარალდა ჩრდილოეთის ხელით.
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაადგილებაც უზრუნველვყავით და დღეს, მათი შვილები და შვილიშვილები, ყოველდღიურად უწყობენ ხელს ამერიკის გაძლიერებას. ისინი არიან ბიზნესმენები, განმანათლებლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჯარისკაცები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ ჩაირიცხნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში“.