ჩინეთში Sinopharm-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ბავშვების ორი დოზით ვაქცინაციის დროს პრეპარატის ეფექტურობა 96,1%-ს შეადგენს. ამასთანავე ანტისხეულების ნეიტრალიზების დონე და პოზიტიური კონვერტაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ზრდასრული ჯგუფისგან.
"ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა. შესაძლოა იყოს მცირე რეაქცია, მაგრამ გართულებები არ დაფიქსირებულა. გვერდითი რეაქციები ძირითადად ვლინდება ცხელებით და ტკივილით ინოკულაციის ადგილას. ინექციის დოზის გაზრდასთან ერთად გვერდითი რეაქციების სიხშირე მცირდება.", - აცხადებენ კომპანიაში.