21 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერტებული შტატები, ევროკავშირი და კიდევ 19 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანელი ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გამო, მათი განათლების, მუშაობისა და გადაადგილების უფლებით. მოვუწოდებთ მათ, ვინც ავღანეთში ძალაუფლებისა და უფლებამოსილების მქონეა, უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა.

ავღანელი ქალები და გოგონები, ისევე როგორც ყველა ავღანელი, იმსახურებენ უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა თავიდან აცილებული უნდა იყოს. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ, დავეხმაროთ მათ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ უზრუნველყოფს ნებისმიერი მომავალი მთავრობა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ავღანეთში ქალებისა და გოგონების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს აწერენ:

ალბანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, ევროკავშირი, ჰონდურასი, გვატემალა, ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პარაგვაი, სენეგალი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.