აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მან ABC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის დროს ქაოსის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ბაიდენმა უპასუხა: "არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლებოდა. ჩვენ კიდევ მოგვიწევს უკან მოხედვა და ამის გარჩევა, მაგრამ მოსაზრება, რომ ამა თუ იმ გზით შესაძლებელი იყო სამხედროების ისე გამოყვანა, რომ ქაოსი არ მომხდარიყო - მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორ მოხდა".
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო.
"ეს მარტივი არჩევანი იყო. როდესაც ავღანეთის ლიდერი ჯდება თვითმფრინავში და ქვეყანას ტოვებს. როდესაც ხედავ, რომ ავღანეთის ძალების დიდი ნაწილი, რომელთაც შენ წვრთნიდი, ჩამოიშალა. 300 000-მა სამხედრომ უბრალოდ დაყარა იარაღი და გაიქცა. ეს არის, რაც მოხდა", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.