სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

სომხეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არარატ მირზოიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

როგორც ცნობილია, შესაბამის ბრძანებულებას სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოაწერა უკვე ხელი.

"პრემიერ -მინისტრის წინადადების საფუძველზე, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა არარატ მირზოიანი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა", - ნათქვამია დოკუმენტში.