ავღანელი გუბერნატორი ქალი, რომელიც "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, დაჯგუფებამ დააკავა

სალიმა მაზარი, ავღანეთის ერთ-ერთი პირველი ქალი გუბერნატორი, რომელმაც იარაღი აიღო და "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, მეამბოხეებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

მაზარი გუბერნატორი 2018 წელს გახდა. ის ბალხის პროვინციის ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორია და სამ ავღანელ ქალ გუბერნატორს შორის ერთ-ერთია.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო შემოდგომამდე, ჩაჰარკინტი იყო ერთადერთი რეგიონი ქალის კონტროლის ქვეშ, რომელიც არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ ჩაუვარდა ხელში.

მაზარი ირანში დაიბადა. მისმა ოჯახმა ავღანეთი სსრკ-სთან ომის დროს დატოვა. სალიმა მაზარიმ თეირანის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდგომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში მუშაობდა​.

"თავდაპირველად ვღელავდი, რომ როგორც ქალი გუბერნატორი დისკრიმინაციას შევხვდებოდი, მაგრამ ხალხმა გამაოცა. როცა ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორი ოფიციალურად გავხდი, მხარდაჭერა რომელიც ხალხისგან მივიღე ძალიან დიდი იყო".- აცხადებდა სალიმა მაზარი The Guardian-თან ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, სალიმა მაზარიმ აიყვანა საკუთარი ჯარი და "თალიბანის" წინააღმდეგ მებრძოლებს წრთვნიდა.