ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაანალიზდა მარტიდან 17 აგვისტომდე პერიოდი, რომლის მიხედვითაც ინციფირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული.
მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი 3 500 ინფიცირებულიდან, ერთი დოზით ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%, სრულად ვაქცინირებული კი - 0.3%.
"ჩვენ გვაქვს ერთგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3 %, ანუ ერთეული შემთხვევები მოხვდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინა გავიკეთოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა