2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
საქასტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2,275.6 მლნ. დოლარს შეადგენს (27.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 5,206.0 მლნ. დოლარს (19.3პროცენტით მეტია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში,2,930.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტია.
2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (370.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (322.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (295.3 მლნ. აშშ დოლარი).
2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა.
პირველ სამეულში შედის: თურქეთი(917.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (545.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი).
2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,107.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (868.0მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.9 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ. დოლარი და მთელიიმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 405.0 მლნ. დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 395.6 მლნ. დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი).