ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbs-ი აქვეყნებს.

Forbs-ის ცნობით, ივლისის ბოლოს, ბეზოსმა პირველობა კონგლომერატ LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს დაუთმო, თუმცა ახლა ის ისევ მდიდარი ადამიანების რეიტინგის სათავეშია.

"მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის აქციები ოთხშაბათს 1.3%-ით დაეცა და ბეზოსის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, არნოს კონგლომერატ LVMH-ის აქციები 5.2%-ით დაეცა, რაც არნოს ქონებას 9.9 მილიარდი დოლარით ამცირებს.

როგორც გამოცემა წერს, ბეზოსის ქონება შეადგენს 186,1 მილიარდ დოლარს, რაც არნოს ქონებას -185 მილიარდ დოლარს - აღემატება. ილონ მასკი მხოლოდ 3.8 მილიარდი დოლარით ჩამორჩება და რეიტინგში მესამე ადგილზეა. მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 3.5%-ით გაიზარდა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება 181.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.