ინფექციონისტი: საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანის სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით სამჯერ რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "პირველ არხს" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განუცხადა.

რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.

როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.

წყარო: "პირველი არხი".