რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ დატოვა.

როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, პარტიიდან წასვლის შესახებ ონიანმა 12 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, ის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პარტია ,,სახალხო პარტიაში" ერთიანდება.

ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა და პარტია ამიტომ დატოვა.