დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანის სამჯერ დაინფიცირების შემთხვევებს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა.
,,ჩვენ ვერ დავადასტურებთ ამ ეტაპზე", - ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა ,,პირველ არხს" განუცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 4471 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.