იტალიაში ერთ თვეში 143 არავაქცინირებული, 14 ნაწილობრივ აცრილი და 34 სრულად აცრილი დაიღუპა

იტალიაში ერთ თვეში 143 არავაქცინირებული, 14 ნაწილობრივ აცრილი და 34 სრულად აცრილი დაიღუპა. ამის შესახებ ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, პატრიცია პეცოტი აცხადებს.

ამ სტატისტიკას იტალიური მედია ავრცელებს.

„თუ გავაანალიზებთ 10 ივლისს - 10 აგვისტოს პერიოდს, ჩვენ დავინახავთ, რომ 143 ადამიანი დაიღუპა არავაქცინირებულებს შორის, 14 ნაწილობრივ აცრილთა შორის და 34 სრულად აცრილებს შორის.

მათგან 28 იყო 80 წელს გადაცილებული, დანარჩენები 60-დან 79 წლამდე. 60 წლამდე ვაქცინირებულთა შორის გარდაცვალების ფაქტი არ გვაქვს. 35 ადამიანია გარდაცვლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებიც არიან არავაქცინირებულები. ეს არის რეალობა და ვაქცინის გარეშე დღეს ვიქნებოდით ჩაკეტილები და დიდი მსხვერპლით“, - განაცხადა პატრიცია პეცოტიმ.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, იტალიაში სრულად არის აცრილი მოსახლეობის 57.81%.