კვლევა: ხანდაზმულებში COVID19-ის ანტისხეულების რაოდენობა მცირდება

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) უახლესი მონაცემების მიხედვით, Covid-19 ანტისხეულების დონე ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს.

wandsworth guardian-ი წერს, რომ ადამიანებში ანტისხეულები Covid19-ის გადატანისას ან აცრის შემთხვევაში გამომუშავდება. მათივე ინფორმაციით, საშუალოდ, ორ-სამ კვირიანი პერიოდი სჭირდება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის გადატანიდან ან ვაქცინაციიდან, რომ Covid19-თან საბრძოლველად საკმარისი ანტისხეულები გამოიმუშავოს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, დროთა განმავლობაში შეიძლება ანტისხეულები შემცირდეს.

ONS-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც ემყარება სისხლის ანალიზის შედეგების ნიმუშებს, შესწავლილია 4 იანვრიდან 26 ივლისის საანგარიშო პერიოდში.

ეროვნული სტატისტიკის სამსახური ამბობს, რომ ინგლისში მოზრდილთა 94,2% -ს აქვს Covid-19-ის ანტისხეულები, ვიდრე ერთი თვის წინ 91,2% იყო.

რაც შეეხება 75-დან 79 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, ანტისხეულების რაოდენობა შეუმცირდათ და 94,4%-დან 92,8%-ზე ჩამოვიდა.

მსგავსი სიტუაცია ინგლისის გარდა უელსშიც დაფიქსირდა.

80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ანტისხეულების ოდენობა ბოლო თვეში 90.3% -დან 86.6% -მდე შემცირდა.

75- დან 79 წლამდე ასაკის ადამიანებში 94.4% -დან 91.5% -მდე, 70 -დან 74 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი 96.1% -დან 93.6% -მდე.

ONS-ის ინფორმაციით, ანალიზი განსაზღვრავს სისხლში ანტისხეულების ფიქსირებულ რაოდენობას. მათივე ცნობით, ვაქცინირებული ხანდაზმული ადამიანების უმეტესობა შეინარჩუნებს ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ვაქცინაციამდე, მაგრამ ტესტირების დროს შეიძლება ჰქონდეთ სისხლში ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა.

შოტლანდიის მონაცემებით, ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდა ანტისხეულების ვარდნა. 75-79 წლის ხადაზმულებში 91,6%-დან 90,9% -მდე, ხოლო 80 წელს ზემოთ მოქალაქეებში მცირედით იკლო - 87.7% -დან 87.6% -მდე შემცირდა.

მონაცემებთან დაკავშირებით მედიცინის პროფესორი პოლ ჰანტერი ამბობს, რომ ხანდაზმულები დროთა განმავლობაში კარგავენ ანტისხეულებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც გამომუშავებული ჰქონდათ COVID19-ის ანტისხეულები და შეუმცირდათ, სრულად კარგავენ დაცვას.

რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი სიმონ კლარკი კი განსხვავებულად ფიქრობს და ამბობს, რომ Covid-19 ანტისხეულების არსებობა არ იძლევა იმუნიტეტს ვირუსისგან სრულად დასაცავად.

”უბრალოდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სრული დაცვა Covid-19– ისგან. ვარაუდი, რომ ანტისხეულები ნიშნავს იმას, რომ ვიღაც არის დაცული ინფექციისგან ან ხელახალი ინფექციისგან, იყო ერთ -ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დაშვებულია პანდემიის დასაწყისში", - ამბობს ის.

გამოცემა ბრიტანეთის რამდენიმენიმე უნივერსიტეტის პროფესორზე დაყრდნობით წერს, რომ ანტისხეულების ქონა ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ადამიანებმა კორონავირუსი, ან თუ ისინი დაინფიცირდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰქონდეთ მძიმე სიმპტომები, თუმცა უცნობია ერთხელ ინფიცირებულის ან ვაქცინირებულის სისხლის ანტისხეულების ხანგრძლივობა რამდენ ხანს ნარჩუნდება.