CBS-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც კაპიტოლიუმთან ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. გამოცემის ცნობით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას.
როგორც ცნობილია, დაკავებული ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობის მახლობლად საკუთარ ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა.
პოლიციის უფროსმა ტომას მანგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი, 49 წლის ფლოიდ რეი როზბერია.
მისი თქმით, პოლიციამ ჯერ კიდევ არ იცის, არის თუ არა მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება და ადგილზე კვლავ აქტიური საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობს.
CNN ცნობით, კაპიტოლიუმთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. მედიის ცნობით, ისინი დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაციას კვლავ ამოწმებენ. სამართალდამცველების თქმით, ევაკუირებულია რამდენიმე შენობა.
სენატორები და კონგრესმენები ამჟამად კაპიტოლიუმის შენობაში არ იმყოფებიან. მიმდინარე მოვლენების გამო ევაკუირებულია უზენაესი სასამართლოს შენობაც.