თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა

თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა.

როგორც ცნობილია, ქალი კორონავირუსით ორსულობისას დაინფიცირდა, მშობიარობის შემდეგ მას კოვიდი გაურთულდა და ბოკერიას კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, გუშინ, კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 4471 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა