Deutche Welle-ს ინფორმაციით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით, დღეს, მოსკოვს ეწვევა და პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
გამოცემა წერს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა.
მათივე ცნობით, პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობის აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს.
მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.