თურქეთში ახალი კოვიდშეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც Anadolu წერს, ამიერიდან კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში მისულ აუცრელ მოქალაქეებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. ეს ეხება ასევე არავაქცინირებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სასწავლო წლის დაწყებიდან, სკოლის პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, PCR ტესტის პასუხის წარდგენა კვირაში ორჯერ მოუწევთ.