საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა