SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla, Inc -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot-ი წარადგინა.
როგორც ცნობილია, რობოტი სახელად ოპტიმუსი შექმნილია იმავე სენსორებსა და ჩიპებზე, რაზეც Tesla-ს თვითმავალი ავტომობილები.
რობოტ ოპტიმუსს, რომელიც ადამიანის ფორმისაა და სიმაღლეში 173 სანტიმეტრია, შეუძლია საათში რვა კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება.
მას ასევე შეუძლია 45 ფუნტის ტარება.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla Bot-ს 2022-ს წელს წარადგენენ.
Tesla, Inc -ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ბოტის თავში დამონტაჟდება ავტოპილოტის კამერები.
მასკის თქმით, ჰუმანოიდ რობოტს შეუძლია შეასრულოს და გაიმეოროს ის დავალდებები, რისი გაკეთებაც დღეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ.
მისივე განმარტებით, რობოტს აქვს შანსი შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკა შრომის ხარჯების შემცირებით.